სამგორის რაიონის გამგებლის, დავით კერესელიძის განცხადებით ახალგარემონტებულ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული პატრულის თანამშრომელია. კერესელიძის თქმით, სადგურში შეკიდული ჭერი ჩამოვარდა.

როგორც On.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება მეტროსადგური დაკეტილია და ყველა მგზავრი გარეთ არის გამოყვანილი. სადგურში ჟურნალისტებს არ უშვებენ.

სადგურის სარემონტო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულა. 2016 წელს თბილისის მერიისა და თბილისი სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, რამდენიმე მეტროსადგურის შეკეთება დაიწყო. განახლების პროცესი იმ სადგურებით დაიწყო, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე შეაკეთეს, მათ შორის იყო ვარკეთილის სადგურიც. ვარკეთილის მეტროსადგურის განახლებაზე კომპანია - ყვარელრემმშენი მუშაობდა. კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეირჩა და მასთან 347 852 ლარის ხელშეკრულება 2016 წლის 30 ნოემბერს დაიდო.