8 თებერვალს, საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასს ჩამოიტანენ. ღონისძიებას ორგანიზებას კოკა-კოლა, ფეხბურთის ფედერაციასთან და თბილისის მერიასთან ერთად უწევს.

"ვგეგმავთ FIFA- ს მსოფლიო ჩემპიონატის ტურის სიხარულის შემოტანას საქართველოში. FIFA-ს თასი - არ გახლავთ ჩვეულებრივი თასი, არამედ ეს არის ყველაზე განთქმული ჯილდო სპორტის სამყაროში - სიმბოლო ოპტიმიზმისა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით“ - ამბობს ალექსანდრა აკიმანი, კოკა-კოლას საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის მენეჯერი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.

FIFA-ს თასის ხილვა ქართველ გულშემატკივარს, თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში 8 თებერვალს პირველიდან, 6- საათამდე შეეძლება.

FIFA- ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.