შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დევნოზაშვილების ოჯახთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, რაც სამინისტროზე იყო დამოკიდებული, უკვე გაკეთდა. მისი თქმით, ამ ფაქტზე გამოძიება იძულების მუხლით არის დაწყებული.

მეზვრიშვილის თქმით, იმყოფებიან თუ არა ბავშვები შინაპატიმრობაში ამას გამოძიება დაადგენს:

"კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმიტომ, რომ საკითხი სენსიტიურია, კომპლექსურია. მიგვაჩნია, რომ სოციალური სამსახურების როლიც ამ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი".

მისი განმარტებით, ახალი, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე დეპარტამენტის ფარგლებში ისინი იმუშავებენ ამ საკითხზე.

რუსთავი 2-ის ეთერით 27 იანვარს გავიდა სიუჟეტი, რომლიც მიხედვითაც ლენტეხში ამირან დევნოზაშვილს თავისი რვა შვილი წლებია სახლში ჰყავს გამოკეტილი. მშობლების გადაწყვეტილებით, ბავშვები სკოლაში არ დადიან და სოციალურ გარემოსთან არ აქვთ აქტიური კონტაქტი. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ უფროსი შვილი 21 წლისაა, ხოლო უმცროსი - შვიდის.

როგორც რუსთავი 2-თან საუბარში მამა ამბობს, მას მიაჩნია, რომ საზოგადოება მხოლოდ ცუდს ასწვალის და ამიტომაც ურჩევნია, შვილები სახლში აღზარდოს. სააგენტოს განმარტებით, დევნოზაშვილების ოჯახთან სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან მუშაობს. სააგენტოს თქმით, ოჯახთან მუშაობა დაიწყო სოციალურმა მუშაკმა, ოჯახი ჩაერთო პრევენციის პროგრამაში და სოციალური მუშაკი დღემდე ყოველთვიურად სტუმრობს ოჯახს.

სახელმწიფო უწყების თქმით, იმის გამო, რომ ბავშვები მშობლებზე მიჯაჭულებია არიან, მათი წმაოყვანა ოჯახიდან ვერ მოხერხდა.