სოციალური მომსახურების სააგენტო: დევნოზაშვილების ოჯახიდან ბავშვების წამოყვანა ვერ მოხერხდა
რუსთავი 2-ის ეთერით 27 იანვარს გავიდა სიუჟეტი, რომლიც მიხედვითაც ლენტეხში ამირან დევნოზაშვილს თავისი რვა შვილი წლებია სახლში ჰყავს გამოკეტილი. მშობლების გადაწყვეტილებით, ბავშვები სკოლაში არ დადიან და სოციალურ გარემოსთან არ აქვთ აქტიური კონტაქტი. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ უფროსი შვილი 21 წლისაა, ხოლო უმცროსი - შვიდის.
როგორც რუსთავი 2-თან საუბარში მამა ამბობს, მას მიაჩნია, რომ საზოგადოება მხოლოდ ცუდს ასწვალის და ამიტომაც ურჩევნია, შვილები სახლში აღზარდოს.
სიუჟეტის გასვლის შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტომ განცხადება გაავრცელა. მათი განმარტებით, დევნოზაშვილების ოჯახთან სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან მუშაობს. სააგენტოს თქმით, ოჯახთან მუშაობა დაიწყო სოციალურმა მუშაკმა, ოჯახი ჩაერთო პრევენციის პროგრამაში და სოციალური მუშაკი დღემდე ყოველთვიურად სტუმრობს ოჯახს.
სააგნეტოს განმარტებით, ოჯახში 11 წევრია: მამა, დედა, ბებია და ცოლ-ქმრის 8 შვილი. შვილებიდან 3 უკვე სრულწლოვანია, მეოთხე შვილი წელს ხდება 18 წლის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დედას აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება და ბავშვებს სწავლაში ის ეხმარება. სოციალური მომსახურების სააგნეტოს თქმით, ხანგრძილივი მუშაობისა და სხვადასხვა მხარის ჩართულობის მიუხედავად, მშობლები აზრს არ იცვლიან. 2010 წლიდან დღემდე, მათ რეგულარულად სტუმრობს სოცმუშაკი და მშობლებს უტარდებათ კონსულტაცია.
სააგანეტოს განმარტებით, 2011 წელს სასამართლომ მშობლებს წარმომადგელობითი უფლებამოსილება შეუზღუდა, თუმცა "სპეციფიკური გარემოსა" და "ბევრი ფაქტორის" გამო, ბავშვების ოჯახიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ ყველა ჩართული სტრუქტურის გადაწყვეტილებით, ბავშვები ოჯახში დარჩნენ.
On.ge-მ სააგენტოს პრესსამსახურს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავდა სპეციფიკური გარემო და "ბევრი ფაქტორი". პრესსამსახურის თანამშრომლის განმარტებით, შვილები მშობლებზე ძლიერ არიან მიჯაჭულები და მათზე არიან დამოკიდებული. შვილების წამოყვანის შემთხვევაში, მამა თვითმკლელობითაც იმუქრებოდა.
სახელმწიფო უწყების განმარტებით, გარკვეული პერიოდი ოჯახში სკოლის პედაგოგი დადიოდა და ინდივიდუალურად ამეცადინებდა ბავშვებს, თუმცა შემდეგ ოჯახის მოთხოვნით, ეს მეცადინეობებიც შეწყდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მშობლები აკონტროლებენ ბავშვების ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში ექიმს მიმართავენ. და, რადგან ოჯახიდან ბავშვების გამოვყანა ვერ მოხერხდა, სოციალურმა სამსახურმა იმუშავა ოჯახის გაძლიერების მიმართულებებით და ყველა პროგრამაში ჩართო ოჯახი.
დევნოზაშვილები ფიქსირდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, აქვთ დაბალი სარეიტინგო ქულა და იღებენ საარსებო შემწეობას. უმცროსი ბავშვი სარგებლობდა კვების ვაუჩერით 12 თვის განმავლობაში, 2010-2011წლებში. 2014 წელს ოჯახმა მიიღო დახმარება "კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების" ქვეპროგრამის ფარგლებში. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ოჯახი იღებს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილ ყოველთვიურ დახმარებას. ბავშვები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ასევე ჩართული არიან მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში და იღებენ მათთვის აუცილებელ მედიკამენტებს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები