ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობა მეექვსედ, დიდი სლემის ტურნირი კი მეოცედ მოიგო.

36 წლის შვეიცარელმა ფედერერმა ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა და პირველი კაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნული ტიტული 20-ჯერ მოიპოვა. მსგავსი წარმატება აქამდე მხოლოდ ქალ ჩოგბურთელებს, მარგარეტ კორტს, სერენა უილიამსსა და შტეფი გრაფს აქვთ მოპოვებული.