ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ
ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა აცხადებს, რომ დღეს, 28 იანვარს დაახლოებით 04:00-დან 05:30 საათამდე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მისთვის უცნობმა პირმა სცემა.
როგორც ფაღავა Facebook-ზე წერს, მარკეტში ფულის დასახურდავებლად შესვლისას უცხო პირმა დაუძახა და მასთან მისვლა სთხოვა. ფაღავას თქმით, თხოვნა დაჟინებულ მოთხოვნაში გადაიზარდა, შემდეგ კი ბრაზსა და ყვირილში. პოლიციაში მაშინვე ვერ დარეკა, რადგან ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა:
"გამომყვა და არ მომცა საშუალება ტაქსიში ჩავმჯდარიყავი, ვუთხარი რომ ტაქსის გადავიხდიდი და მივბრუნდებოდი, როცა გადავუხადე მოვბრუნდი, რადგან ამ პიროვნებამ მითხრა ჩემი მისამართი და დამემუქრა, რომ სახლში დამადგებოდა, მე მინდოდა, რომ სიტუაცია განმემუხტა."
ფაღავა წერს, რომ კაცმა მიახლოებისთანავე დაარტყა, შემდეგ კი გინებისა და ტრანსფობიური შეძახილების ფონზე, მარკეტის შესასვლელში მდგარი რკინის დაფა აიღო და რამდენჯერმე ჩაარტყა:
"ამასობაში მანქანიდან გადმოვიდა ტაქსის მძღოლი, რომელმაც მომიყვანა და მოძალადე შეაკავა. იქაურობას გავერიდე, სახე დასიებულ-დასისხლიანებული მქონდა, ქუთუთოზე მაქვს ღია ჭრილობა, დაახლოებით 2-3 სმ. შიშისგან ვკანკალებდი და ვტიროდი, ტანსაცმელი შემოხეული მქონდა."
ტრანსგენდერმა ქალმა იქვე მდგარ ჯიხურების გამყიდველებს სთხოვა პატრულისა და სასწრაფო დახმარების გამოძახება, თუმცა დახმარებაზე ყველამ უარი თქვა. ფაღავამ 50 მეტრის მოშორებით დაცვის პოლიციის მანქანა შენიშნა და მისი მიმართულებით წავიდა:
"დაცვის თანამშრომლები უკვე მანქანაში სხდებოდნენ, როგორც კი მოძალადემ დამინახა ეგრევე გამოიქცა ჩემსკენ გინებით, ყვიროდა რომ მომკლავდა, მივედი დაცვის თანამშრომლებთან და ვთხოვე რეაგირება მოეხდინათ და დავეცავი მოძალადისგან, დამცინავი გამომეტყველებით მითხრეს რომ მათ კომპეტენციაში არ შედის ეს და გამომეძახებინა საპატრულო პოლიცია, დამტოვეს იქვე."
ფაღავა წერს, რომ არ ახსოვს როგორ, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთ შენობაში მოხვდა, სადაც პატრული და სასწრაფო გამოიძახეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა, რადგან ფიქრობს, იქ ჰომოფობიურად განწყობილი ექიმები დახვდებოდნენ. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ მოძალადე დააკავა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები