თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შემდეგ ავღანეთში, ქაბულში, მინიმუმ 95 ადამიანი დაიღუპა, 158 კი - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქება იმ ქუჩაზე მოხდა, რომელიც მხოლოდ სამთავრობო წარმომადგენლებისთვის იყო ღია. აფეთქება ადგილობრივი დროით 12:15 საათზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების ადგილთან ახლოს ქალაქის პოლიციის შტაბი, საელჩოები და სავაჭრო ზონაა, რომელზეც ხალხმრავლობაა ხოლმე.