რეჟისორი ლუკა გუადანინო ამბობს, რომ ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი ფილმის Call Me by Your Name-ის მეორე ნაწილის გადაღებაზე ფიქრობს.

როგორც გუადანინო ყვება, ფილმის სცენარი ზუსტად იმ პერიოდში ვითარდება, როდესაც მსოფლიოში შიდსის ეპიდემიამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. შესაბამისად, ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ფილმის გაგრძელებას გადაიღებს, ყურადღება სწორედ ამ თემას დაეთმობა.

"ფილმმა ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა, შესაბამისად ისტორიის გაგრძელება ვფიქრობ ძალიან რელევანტური იქნება. ელიოს პერსონაჟი სინეფილია, ძალიან მინდა ეს გმირი კინოთეატრში ვნახო, როდესაც ის 1988 წელს გადაღებულ ფილმ Once More-ს უყურებს. ეს იყო პირველი ფრანგული ფილმი, სადაც შიდსის თემას შეეხნენ. შესაძლოა სწორედ ეს იყოს ფილმის გაგრძელების პირველი სცენა", - ყვება რეჟისორი.

ფილმის სიუჟტი 1983 წლის ზაფხულში, იტალიის ერთ-ერთ რეგიონში ვითარდება. 17 წლის, ელიო, ოჯახთან ერთად, თავის მე-17 საუკუნის ვილაში ცხოვრობს, სადაც ის ამერიკიდან ჩამოსულ დოქტორანტ ოლივერს გაიცნობს, რომელიც ელიოს მამასთან მუშაობს. მზით გაბრწყინებულ გარემოში ელიო და ოლივერი ზაფხულის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ მძაფრი ლტოლვის გაღვიძებას აღმოაჩენენ, რაც სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებას.