ამერიკის კინოაკადემიას ერთი უცვლელი ტრადიცია აქვს, ყოველ ჯერზე ნომინაციებს ის მსახიობები აცხადებენ, რომლებმაც წინა წლის ცერემონიაზე გაიმარჯვეს.

მაგალითად, ამ წესის მიხედვით, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაცია აუცილებლად უნდა გამოაცხადეოს წინა წელს საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში გამარჯვებულმა.

ოსკარის 2018 წლის ნომინანტები ჩვენთვის უკვე ცნობილია, თუმცა როგორც აღმოჩნდა აკადემიის ტრადიციას წელს ერთი მსახიობი დაარღვევს.

მსახიობმა კეისი აფლეკმა, რომელმაც შარშან ოსკარი მიიღო, ცერემონიის ორგანოზატორებს უარი უთხრა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციის გამოცხადებაზე, ამის მიზეზად კი მისი მისამართით გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებებია.

როგორც მსახიობი ამბობს, არ სურს ამ ნომინაციის გამოცხადების დროს მისი მისამართით იმაზე მეტი არასასურველი ყურადღება გამოიჩინონ, ვიდრე ამას იმსახურებს.

კეისი აფლექი სექსუალურ შევიწროებაში პროდიუსერმა, ამანდა უაითმა და მაგდალენა გორკამ დაადანაშაულეს.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 4 მარტს გაიმართება.