ყოველწლიურად, ვენიტი ფეარი განსაკუთრებულ ჟურნალს უშვებს, რომლის ყდაზეც ჰოლივუდელის ვარსკვლავები ერთად პოზირებენ. ჟურნალისთვის ფოტოს, ტრადიციულად, ამერიკელი ფოტოგრაფი, ენ ლეიბოვიცი იღებს.

რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც 2018 წელი ყოფილა. ფოტოსესია ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით გუშინ გამოქვეყნდა, მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი სახეები, როგორებიც არიან ოპრა უინფრი, ტომ ჰენკსი, ნიკოლ კიდმანი, გალ გადოტი, რიზ უიზერსპუნი, ზენდაია და ა.შ.

ფოტო: Annie Leibovitz / Vanity Fair

ჟურნალის ყდის პირველი გვერდი კი ტომ ჰენკს, ნიკოლ კიდმანს, ოპრას და ავა ფილიპის დედას, რიზ უიზერსპუნს ეთმობა.

ფოტო: Annie Leibovitz / Vanity Fair

ყველაფერი როგორი გლამურული და დახვეწილია... მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, რიზ უიზერსპუნის ფეხებთან რაღაც უცნაურს შენიშნავთ.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მას სამი ფეხი აქვს.

ფოტო: Annie Leibovitz / Vanity Fair

თუმცა შეჩერდით, ჯერ ბოლომდე არ გაოცდეთ, რადგან ეს ყველაფერი არ არის. ჟურნალის შიგნით არსებულ ფოტოში, ოპრას სამი ხელი აქვს.

ფოტო: Annie Leibovitz / Vanity Fair

თუმცა არ იფიქროთ, რომ რიზიმ ან ოპრამ, ფოტოშოპის ამ შეცდომაზე თქვენზე ნაკლები იხალისეს:

"საბოლოოდ ყველამ გაიგეთ, რომ სამი ფეხი მაქვს და იმედია ასეთს მიმიღებთ. რაც შეეხება ოპრასთან ჩახუტებას, ამის გამო ბოდიშს არ მოვიხდი და თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, გირჩევთ, არც თქვენ თქვათ უარი".

"მე მიყვარს შენი სამი ფეხი და ვიცი, რომ შენც გიყვარს ჩემი სამი ხელი" - უპასუხა ოპრამ.

ამ ტვიტის ავტორმა კი, ჩვენი სათქმელი ყველაზე უკეთ გადმოსცა:

"ოპრას სამი ხელი აქვს, რიზს სამი ფეხი, ჩვენ კი მათ ისეთებს მივიღებთ, როგორებიც არიან, 2018 წელი ჩვენი სხეულების შეყვარებას დავუთმოთ!"