2018 წლის ზაფხულში ეკრანზე პოპულარული ამერიკული მიუზიკლის მამა მიას მეორე ნაწილი, Mamma Mia: Here We Go Again! გამოვა. ნაცნობი მსახიობების - მერილ სტრიპის, კოლინ ფერტის, ამანდა სეიფრიდის, პირს ბროსნანისა და სხვა ვარსკვლავების გარდა, ახალ ნაწილში მონაწილეობას ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი შერიც მიიღებს, რომელიც სტრიპის პერსონაჟის, დონას დედას განასახიერებს.

ცოტა ხნის წინ ფილმის მეორე ტრეილერი გამოვიდა:

მამა მია 2008 წელს გადაღებული ფილმია, რომელიც თავის მხრივ 1999 წლის ამავე სახელწოდების სასცენო მიუზიკლის ადაპტაციაა და ის პოპულარული პოპ-ჯგუფის ABBA-ს სიმღერებზეა დაფუძნებული.

ფილმი იმ წლის ერთ-ერთ მთავარ ჰიტადაც იქცა და გავლენიანი გამოცემები მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად ასახელებენ.