გაინტერესებთ, როგორი იქნებოდით უფრო ხშირი, უფრო აწეული ან სხვა ფერის წარბებით? Benefit Cosmetics-ის ახალი აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, ყოველგვარი კოსმეტიკური ჩარევის გარეშე გაიგოთ, როგორი წარბები მოგიხდებოდათ. Brow Try-on სახის ამოცნობის ტექნიკას იყენებს და ხელმისაწვდომია როგორც სმარტფონიდან, ასევე კომპიუტერიდან.

სიზუსტის იმედი ნუ გექნებათ, გართობას კი ნამდვილად მოახერხებთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად ცვლის სახეს წარბების ფორმა, ზომა და ფერი.

რჩევა: ფოტოს ატვირთვის ნაცვლად, უბრალოდ ჩართეთ კამერა. ასე შედეგი ბევრად სახალისო იქნება.

სცადეთ ახლავე