ერთი ყველასთვის - ამ ლოზუნგით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობების ორგანიზებით, გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას მხარდამჭერი აქცია დაიწყო.

ფოტო: On.ge

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები ბახალას გათავისუფლებას, მის საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯას და ნარკოპოლიტიკის ცვლილებას მოითხოვენ.

ფოტო: On.ge

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 0,3726 გრამი სუბოტექსის ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავად ბახალა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.