20 უცნობი ფაქტი ლეგენდარულ ელენ დეჯენერესზე
შეუდარებელმა ელენ დეჯენერესმა საკუთარი კარიერის განმავლობაში, რომელიც 40 წელზე მეტს ითვლის, ძალიან ბევრი რამ გააკეთა, არამხოლოდ თავის საქმიანობაში, არამედ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაშიც.
ელენი იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, რომელიც თოქ-შოუს წამყვანი გახდა, ამავდროულად ის ყოველ წელს ხვდება Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო ვარსკვლავების სიაში და Hollywood Reporter-ის სიაში, როგორც შოუბიზნესის ყველაზე გავლენიანი ადამიანი.
2016 წელს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედლი გადასცა. ესაა ყველაზე მაღალი ჯილდო, რომელიც ამერიკის მოქალაქემ შეიძლება მიიღოს.
"მარტივი დასავიწყებელია რა გამოიარე, როცა ძალიან შორს წახვალ, მითუმეტეს ახლა, როდესაც ქორწინების უფლება კანონით ყველას თანასწორად ეკუთვნის. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა სიმამაცე დასჭირდებოდა ელენს, თითქმის 20 წლის წინ, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარსდგა. როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს მაშინ, არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რომ გვენახა, რომ ვიღაც, ასეთი სიკეთით სავსე და ნათელი, ვინც ასე ძალიან მოგვწონდა, ვინც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი მეზობელი, კოლეგა ან და, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობას იკისრებდა.
მან გარისკა თავისი კარიერა, ადამიანები ამას ხშირად არ აკეთებენ. ელენი ჩვენ გვაერთიანებს, შთაგვაგონებს, ერთი ხუმრობითა და ერთი ცეკვით ის უკეთესად გვხდის", - თქვა დაჯილდოებისას ბარაკ ობამამ.
1997 წელს, როდესაც ელენის სერიალის მეოთხე სეზონი გადიოდა, დეჯენერესმა ქამინგ აუთი (საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნება) გააკეთა. ამავე პერიოდში ის ჟურნალ Time-ის მთავარი პერსონაჟიც გახდა და ოპრა უინფრის შოუშიც ხმამაღლა ისაუბრა ამ თემაზე.
ელენი 2008 წლის 16 აგვისტოს დაქორწინდა ავსტრალიელ მსახიობ პორშა დე როსიზე.
წარმოგიდგენთ იმ 20 ფაქტს, რომლებიც, შესაძლოა, რომ შეუდარებელი ელენის შესახებ ჯერ არ იცოდეთ:
1. სანამ ელენი კარიერას დაიწყებდა, ის ბარმენად მუშაობდა.
2. კარიერის პირველივე წელს Showtime-მა მას ამერიკის ყველაზე სახალისო პერსონა უწოდა.
3. სერიალს Friends-ში ელენ დეჯენერესი ფიბის როლზე განიხილებოდა.
4. ელენი ასევე განიხილებოდა მთავარ როლზე ფილმში - Speed, საბოლოოდ როლი სანდრა ბულოკმა მიიღო.
5. ელენს დისნეილენდში საკუთარი ატრაქციონი - Ellen's Energy Adventure აქვს.
6. დისნეის ანიმაციურ ფილმებში - Finding Nemo და Finding Dory, ელენი დორის პერსონაჟს ახმოვანებს.
7. ელენ დეჯენერესმა მოწევას თავი 2005 წელს დაანება.
8. ელენს ნახატებისა და ძველი სარკეების საკუთარი კოლექცია აქვს.
9. ელენი გიჟდება ჩოგბურთზე.
10. ელენს 30-ჯერ აქვს მიღებული სატელევიზიო ოსკარად წოდებული Emmy-ის ჯილდო.
11. ვარჯიშის დროს ყოველთვის უყურებს Animal Planet-ს.
12. ელენი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია და ყველაზე დიდი ორგანიზაცია PETA-ს საპატიო წევრია.
13. ელენ დეჯენერესი ოთხი წიგნის ავტორია.
14. ელენ დეჯენერესს უნდა ეთამაშა კვენტინ ტარანტინოს ფილმში Pulp Fiction, თუმცა შემდეგ როლი როზანა არკეტმა მიიღო.
15. ელენი ქეით მიდლტონის და მადონას შორეული ნათესავია.
16. საკუთარი შოუდან ხელფასის სახით წლიურად $75 მილიონს იღებს.
17. ელენი ყოველწლიურად 40-ზე მეტ საქველმოქმედო ორგანიზაციაში რიცხავს ფულს.
18. გადაცემა, რომელშიც ელენმა ქამინგ აუთი გააკეთა, პირდაპირ ეთერში 50-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.
19. ფლობს რამდენიმე სახლს ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში.
20. ელენ დეჯენერესმა 2010 წელს ოფიციალურად თქვა, რომ ვეგანია.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები