ვინც Netflix-ის სერიალს Orange Is the New Black-ს უყურებს, მათთვის ლავერნ კოქსი უცხო სახელი და გვარი ნამდვილად არ იქნება.

ის პირველი ტრანსგენდერი მსახიობია, რომელიც სატელევიზიო ოსკარად წოდებულ ემიზე წარადგინეს, ნომინაციაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი.

ახლა კი კოქსი, უკვე პირველი ტრანსგენდერი გახდა, რომელიც კოსმოპოლიტენის ისტორიულ ყდაზე გამოჩნდება.

"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ კოსმოპოლიტენის თებერვლის თვის ყდაზე ვიქნები", - წერს კოქსი თავის ინსტაგრამზე.