დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული ნეტფლიქსის დრამა The Crown მესამე სეზონისთვის ემზადება.

შოუს შემქმნელებმა ახალი დედოფალი უკვე იპოვეს, ელიზაბეტ მეორეს როლზე კლერ ფოის სულ მალე ოლივია კოლმანი შეცვლის.

დადასტურდა ისიც, რომ ელიზაბეტის დის, მარგარეტის როლს ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი მოირგებს.

ასევე, მესამე სეზონში, შესაძლოა, პოლ ბეთანი ვიხილოთ, რომელიც ელიზაბეტის ქმრის, პრინც ფილიპის როლზე მეთ სმიტს შეცვლის.

ახალხან კი ცნობილი გახდა, რომ შოუს მესამე სეზონში პრინცესა დაიანას პერსონაჟიც გამოცნდება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ შეასრულებს მის როლს.

როგორც შოუს შემქმნელები ამბობენ, ლედი დის მესამე სეზონის ბოლოს ვიხილავთ, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მომდევნო სეზონები უშუალოდე დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტისა და ხალხის გულების პრინცესის შესახებ იქნება.

როგორც ცნობილია, უკვე დაგეგმილია დრამის ექვსი სეზონი და ის დედოფლის ცხოვრების ყველა ეტაპს შეეხება.