ამერიკის კინოაკადემიამ 2018 წლის ოსკარის ნომინანტები უკვე გამოავლინა.

მას შემდეგ რაც ABC-იმ კინოსამყაროს უდიდესი მოვლენის, ოსკარის პირველი ოფიციალური პრომო გაავრცელა, საოსკარე სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და კინოაკადემიამ წამყვანის, ჯიმი კიმელის მონაწილეობით პირველი ოფიციალური ვიდეო რგოლებიც შემოგვთავაზა.

ახლახან კი კიმელის მონაწილეობით კიდევ ერთი პრომო გამოვიდა, სადაც ის ფსიქოთერაპიის დახმარებით ცდილობს, გასული წლის შოუზე მომხდარი უსიამოვნო ინციდენტების დავიწყებას, როდესაც საუკეთესო ფილმის ნომინაციის წარმდგენებს გამარჯვებულის ვინაობა შეეშალათ.

მასთან ერთად ვიდეოში უორენ ბიტიც მონაწილეობს, რომელიც ფსიქოთერაპევტის ამპლუაში გვევლინება. ბიტი სწორედ ის ადამიანია, ვინც 2017 წლის ოსკარზე Moonlight-ის ნაცვლად გამარჯვებულად La La Land გამოაცდახა.