ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოებიც ნომინანტები გამოაცხადა. გილერმო დელ ტოროს ფილმმა The Shape of Water ოსკარზე 13 ნომინაცია მიიღო, კრისტოფერ ნოლანის Dunkirk-მა - 8, მარტინ მაკდონაჰის Three Billboards Outside Ebbing, Missouri - 7, ხოლო გრეტა გერვიგის Lady Bird-მა ხუთი.

ამავდროულად, ოსკარის 90-წლიან ისტორიაში საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე ქალი მეხუთედ წარადგინეს და ის Lady Bird-ის რეჟისორი გრეტა გერვიგია.

ამავდროულად, ოსკარის რამდენიმე ნომინაცია მიიღო რიდლი სკოტის ახალმა ფილმმაც - All the Money in the World. როგორ იცით, სწორედ ამ ფილმიდან ამოჭრეს კევინ სპეისის კადრები და მის მაგივრად როლი კრისტოფერ პლამერმა შეასრულა.

სწორედ ამ ფილმის რეჟისორმა და უშუალოდ სპეისის შემცვლელმა დაიმსახურეს ოქროს გლობუსი ცოტა ხნის წინ, ახლა კი უკვე იგივე როლით პლამერმა ოსკარის ნომინაციაც მიიღო.

ფილმის სიუჟეტი 1973 წელს მომხდარ ისტორიას ეხება, როდესაც იტალიაში ჯი პოლ გეთ III, მილიარდერი ჯი პოლ გეთ I-ის შვილიშვილი, გაიტაცეს და გამოსასყიდად $17 მილიონი მოითხოვეს.