თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ტაქსების სერვისის სავალდებულო რეგისტრაციის წესზე მუშაობს. ამის შესახებ მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად, ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ტაქსის სერვისის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდეს იმგვარად, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს", - აღნიშნა თბილისის მერმა.