თბილისის საქალაქო სასამართლოს 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას 50 ათას ლარიანი გირაო მოეხსნა. ასევე, დედაქალაქის ყოფილი მერის საცხოვრებელ ბინაზე ყადაღა გაუქმდება, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული.

გიგი უგულავას ადვოკატი On.ge-სთან ინტერვიუში ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ თბილისის განვითარების ფონდის საქმის განხილვისას მიიღო.

“გიგი უგულავას ე.წ. ფონდის საქმეზე გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც უზრუნველყოფილი იყო უძრავი ქონებით, დღეს დავაყენეთ გირაოს გაუქმების შუამდგომლობა და შესაბამისად, ყადაღა მოეხსნა იმ ქონებას რომლითაც გირაო უზრუნველყოფილი იყო”,- ამბობს ბექა ბასილაია

გიგი უგულავას საქმეზე პროცესი 1 მარტს განახლდება.