რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროზე სათაო ოფისის მხრიდან ზეწოლაზე პირველად ესმის. რგოროც BBG Watch წერს, ვაშინგტონსა და თბილისში მრავალ წყაროზე დაყრდნობით გაიგეს, რომ რადიო თავისუფლების სათაო ოფისის მენეჯმენტი ქართულ ბიუროს რუსთავი 2-თან თანამშრომლობას მოითხოვს.

როგორც გვარამიამ On.ge-ს უთხრა, სათაო ოფისთან მას კომუნიკაცია არასდროს ჰქონია, ხოლო ქართულ ბიუროს ერთადერთხელ შარშან ესაუბრა, როდესაც მათი გადაცემები ეთერიდან მოხსნეს:

"გვკითხეს და, ალბათ, სხვა არხებსაც ჰკითხეს, არ გადაგვიმოწმებია, ჩვენ ვიყავით თუ არა თანახმა, რომ ეთერი დაგვეთმო ამ გადაცემებისთვის. ერთ-ერთზე მივეცი თანხმობა იმ პირობით, თუ მთლიანად აიღებდნენ საკუთარ თავზე დაფინანსებას. მეტი შემხებლობა ამ მედიასაშუალებასთან ჩვენ არ გვქონია".

BBG Watch წერს, რომ ქართული ბიურო რუსთავი 2-თან თანამშრომლობის წინააღმდეგია და ისინი დირექტორ დავით კაკაბაძეს უჭერენ მხარს.

გაიგეთ მეტი: