აშშ-ის საელჩო საქართველოში შეფერხებით მუშაობს, რადგან აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების პროექტი ვერ დაამტკიცა. საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გარდა, აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე არ განახლდება საელჩოს ოფიციალური Facebook გვერდიც:

"აშშ-ის საელჩოს საკონსულო მომსახურება გაგრძელდება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნირებამდე. თუ დანიშნული გაქვთ სავიზო გასაუბრება ან ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების თაობაზე შეხვედრა, გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში შეთანხმებულ დროს."

"შათდაუნის", ანუ მთავრობის დახურვის გამო, მუშაობას აჩერებს აშშ-ის ყველა ფედერალური უწყება, მათ შორის, აშშ-ის საელჩოები. მუშაობას განაგრძობენ მხოლოდ ეროვნული უსაფრთხობა, ფოსტა, საჰაერო კონტროლი, სამედიცინო სტაციონარი, სამედიცინო დახმარება, სამაშველო, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ელექტროენერგეტიკა. დახურული უწყებების ათასობით თანამშრომელი კი უხელფასო შვებულებაში გავა.