დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული ნეტფლიქსის დრამა The Crown მესამე სეზონისთვის ემზადება.

შოუს შემქმნელებმა ახალი დედოფალი უკვე იპოვეს, ელიზაბეტ მეორეს როლზე კლერ ფოის სულ მალე ოლივია კოლმანი შეცვლის.

დადასტურდა ისიც, რომ ელიზაბეტის დის, მარგარეტის როლს ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი მოირგებს.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ დრამის მესამე სეზონში, შესაძლოა, პოლ ბეთანი ვიხილოთ, რომელიც ელიზაბეტის ქმრის, პრინც ფილიპის როლზე მეთ სმიტს შეცვლის.

როგორც ცნობილია, უკვე დაგეგმილია დრამის ექვსი სეზონი და ის დედოფლის ცხოვრების ყველა ეტაპს შეეხება.