NASA-მ კოსმოსური GPS-ის საოცარი ტექნოლოგია შექმნა
ნასამ კოსმოსური ნავიგაციის ახალი სისტემა გამოიგონა, რომელსაც შეუძლია შორეული მზის სისტემისკენ მიმავალი კოსმოსური ხომალდები დაინახოს. რეალურად, სისტემას უფრო შორსაც შეუძლია დანახვა - ის პულსარებს გიდ ვარსკვლავებად იყენებს.
მას Station Explorer for X-ray Timing and Navigation Technology ეწოდება, რომლის შემოკლებული ვერსია SEXTANT-ია (მეთვრამეტე საუკუნის ღამის სანავიგაციო ინსტრუმენტის პატივსაცემად). ის რენტგენის გამოსხივებას იყენებს მილიწამიანი პულსარების დასაფიქსირებლად - ზუსტად ისე, როგორც GPS იყენებს ხელოვნურ თანამგზავრებს.
"ეს დემონსტრაცია გარღვევაა სამომავლო ღრმა კოსმოსის კვლევებისთვის", - თქვა SEXTANT-ის პროექტის მენეჯერმა, ჯეისონ მიჩელმა ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრიდან.
პულსარები ძლიერად დამაგნიტირებული, სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია - მასიური ვარსკვლავის ბირთვის ჩაშლისა და შემდგომი აფეთქების შედეგი. ბრუნვისას პულსარი ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს. თუ დამკვირვებელი სწორ პოზიციაშია მასთან, პულსარი კოსმოსური შუქურასავით გამოჩნდება.
პულსარები საოცრად ზუსტები არიან. ზოგიერთი მილიწამიანი პულსარის შემთხვევაში მათი რეგულარულობა ატომურ საათებზე ზუსტიც კია!
სწორედ ეს იდეა დგას SEXTANT-ის უკან. რადგანაც პულსარები ფიქსირებულ პოზიციაზე არიან კოსმოსში, მათი გამოყენება ზუსტად ისე შეიძლება, როგორც GPS იყენებს ატომურ საათებს.
SEXTANT ზუსტად GPS-ის მსგავსად მუშაობს. მიმღები თითოეული თანამგზავრისგან დროის შეყოვნებას ზომავს და შემდეგ მას სივრცულ კოორდინატებად გარდაქმნის.
პულსარების მიერ გამოსხივებული ელექტორმაგნიტური რადიაცია ძირითადად რენტგენის დიაპაზონში ჩანს, რის გამოც ნასას ინჟინრებმა რენტგენის სხივების დეტექტორი ჩაამონტაჟეს SEXTANT-ში.
ამის გასაკეთებლად, მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მდებარე სარეცხი მანქანის ზომის ობსერვატორია გამოიყენეს, რომელსაც Neutron-star Interior Composition Explorer, ან NICER ეწოდება. მასში რენტგენის 52 ტელესკოპი და სილიციუმის მოძრავი დეტექტორები დგას ნეიტრონული ვარსკვლავებისა და პულსარების გამოსაკვლევად.
მათ NICER ოთხ პულსარს მიუშვირეს - J0218+4232, B1821-24, J0030+0451-სა და J0437-4715-ს. ისინი იმდენად ზუსტები არიან, რომ მათი პულსაციების წინასწარმეტყველება რამდენიმე წლის შემდეგაც შეიძლება.
ორი დღის განმავლობაში, NICER-მა 78-ჯერ გაზომა ეს პულსარები, რომლებიც შემდეგ SEXTANT-ში შეიყვანეს. შემდეგ SEXTANT-მა ამ მონაცემებზე დაყრდნობით NICER-ის მდებარეობის დადგენა სცადა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება.
ეს ინფორმაცია GPS-ის მონაცემებს შეადარეს. მიზანი იყო, რომ NICER 16 კილომეტრის რადიუსში მაინც მოეთავსებინათ. რვა საათში სისტემამ NICER-ის მდებარეობა გამოითვალა და შედეგი 16 კილომეტრის რადიუსზე ნაკლები იყო!
ამ ტექნოლოგიას ღრმა კოსმოსის ზონდებში ინტეგრაციისთვის შესაძლოა რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს, მაგრამ კონცეფცია ბევრად გაუმჯობესდა. ის დაეხმარება ადამიანებს, დაადგინონ პლანეტათაშორისი თანამგზავრების მდებარეობა და უკეთ დაგეგმონ მომავალი მისიები კოსმოსში (მათ შორის, მისია მარსზეც).
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები