TI: მერიის საჯარო მოხელეთა კონკურსის საბოლოო შეფასებაზე ხელმოწერა გაყალბებულია
TI-ის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის საქმეში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო შეფასების ფორმაზე მერის ყოფილი მოადგილის - ალუდა გოგლიჩიძის ხელმოწერა გაყალბებულია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო განმარტავს, რომ დოკუმენტი, რომელზეც გოგლიჩიძის ხელმოწერის გაყალბება დადგინდა, წარმოადგენს TI-ის ერთ-ერთი ბენეფიციარის, შორენა კუხიანიძის, საბოლოო შეფასების ფორმას:
"შორენა კუხიანიძემ მონაწილეობა მიიღო მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში. მან ტესტირების ეტაპზე 58 ქულა (მაქსიმალური ქულა-60) დააგროვა, თუმცა გასაუბრების ეტაპის შემდგომ მისი წარდგენა არც ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არ მოხდა".
ორგანიზაცია განმარტავს, რომ კუხიანიძის საბოლოო შეფასების ფორმაზე, გოგლიჩიძის სახელით განთავსებული ხელმოწერა, გამჭოლ შუქზე (კომპიუტერული პროგრამის adobe photoshop-ის გამოყენებით) ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშიდან არის გადატანილი:
"ექსპერტიზა მოიცავს მხოლოდ სპეციალიზირებული კომისიის ერთ-ერთი წევრის, კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებას, თუმცა ასევე ეჭვქვეშ დგება კომისიის ყველა წევრის მიერ შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა, ვინაიდან დოკუმენტის დედანზე ნათლად ჩანს, რომ თითოეული ხელმოწერა ერთნაირი ტექნიკური მახასიათებლებით არის შესრულებული".
TI საქმეში არსებული სხვა დოკუმენტების ავთენტურობასაც ეჭვქვეშ აყენებს და განმარტავს, რომ შორენა კუხიანიძის ინდივიდუალური შეფასების რამდენიმე ფორმაზე, შემოხაზულია ქულები, რომელიც მანამდე წარმოდგენილ იმავე დოკუმენტების ასლებზე არ ფიქსირდებოდა:
"მერიის წერილობითი განმარტებით, აღნიშნული შეუსაბამობები გამოწვეულია სამდივნოს მიერ კომისიის წევრების ფანქრით გაკეთებულ შეფასებებზე, მოგვიანებით, პასტის გადავლებით, რაც ცხადია, კანონმდებლობის მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე წარმოდგენილ ასლებში ფანქრით გაკეთებული შეფასება საერთოდ არ იკვეთება".
ორგანიზაცია ამბობს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დოკუმენტაციაზე გაკეთებული ხელმოწერების გაყალბება და ქულების თვითნებური შემოხაზვა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი მანიპულაციები შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საბოლოო შედეგების შესაცვლელად და სასურველი კანდიდატისათვის მაღალი შეფასების მისანიჭებლად.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები