NBC პოპულარული ბრიტანული სერიალის The IT Crowd-ის რიმეიქს გადაიღებს. არხი მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს შოუს შემქმნელ გრაჰამ ლინჰანთან, რომელიც ამერიკული ვერსიის აღმასრულებელი პროდიუსერი და სცენარისტიც იქნება.

სერიალის ბრიტანული ვერსია ეთერში 2006 წელს გამოვიდა და 2013 წლამდე გადიოდა, მთავარ როლებს კი კრის ოდაუდი, რიჩარდ აიოდი, კეტრინ პარკინსონი და მეთ ბერი ასრულებდნენ.

სერიალის სიუჟეტი კომპიუტერის სპეციალისტების როისა და მოსის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ლონდონის ცენტრში, ერთ-ერთი ბრიტანული კორპორაციის მიტოვებულ სარდაფში მუშაობენ. მათ სამყაროში ერთგვარ აფეთქებად იქცევა მენეჯერის ჯენის გამოჩენა, რომელსაც კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში არაფერი გაეგება.