ძველი, გამოუსადეგარი ნივთისთვის ახალი დანიშნულების მინიჭება ბუნებრივი რესურსის დაზოგვაა. ამით გარემოს ზედმეტი ნარჩენებისგანაც იცავ.

თუშეთში, სოფელ ომალოში მცხოვრები კაკო სისაური მწვანე მომხმარებელია, რადგან ის უფრთხილდება იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს.

მან ორ გამოუსადეგარ ნივთს, ძველ სარეცხის მანქანასა და ტრაქტორის ნაწილებს, ახალი მნიშვნელობა შესძინა, როდესაც მათი გამოყენებით კარტოფილის სათესი მანქანა ააწყო.

მოწყობილობა კარტოფილის დათესვასა და თან მასზე სასუქის მოყრას ერთდროულად ახერხებს.