იმუნიზაციის საბჭო უარყოფს აუდიტის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პრეპარატი შეიძინეს და გამოიყენეს.

საბჭოს წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხზე გუშინ, 16 იანვარს, შედგა შეხვედრა, სადაც აუდიტის სამსახური დაეთანხმა ცენტრის არგუმენტებს და პუბლიკაციიდან საკითხის მოხსნაზე შეთანხმდნენ.

საბჭო აღნიშნავს, რომ 2016 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაცია თვე-ნახევარში დაკმაყოფილდა, რადგან ის აღნიშნული პრეპარატის დაუყოვნებლივ ამოღებას არ ითვალისწინებდა.

იმუნიზაციის საბჭო აცხადებს, რომ აღნიშნული პრეპარატი არის ცოფის ვაქცინა, რომელიც საქართველოში 2015 წელს შემოვიდა. საბჭოს განცხადებით, ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ვაქცინის მომარაგებაში წყვეტა არ ყოფილა, ხოლო 2015, 2016 და 2017 წლებში საქართველოში საქართველოში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა:

"არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის დისკრედიტაცია. მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ვაქცინაციაზე უკეთესი ინტერვენცია საზოგადოებას არ მოუგონია."

რას ამბობს აუდიტის სამსახური?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, კანონმდებლობის დარღვევით, შეიძინეს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პრეპარატი, რომელიც 2016-2017 წლებში, 29 222 დოზის ოდნებოთი გაიხარჯა. აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო.