ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბეჟათუბანში ასამდე მუშამ, სარკინიგზო ხაზისა და გვირაბის მშენებლობა შეაჩერა. კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიუროში დასაქმებულები შრომითი პირობების უხეშ დარღვევას და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს არ არსებობას უჩივიან.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის განცხადებით, არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, პროფკავშირსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის, წლების განმავლობაში შედგა არაერთი მოპალარაკება და გაფორმებულია ყველა დონის ორმხრივი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიუროს წარმომადგენლობას საქართველოში, შესარულებლად აღებული აქვს რიგი ვალდებულებები.

პროფკავშირის ინფორმაციით 2017 წლის ოქტომბრის თვეში განხორციელებული ინსპექტირებისა და მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის არაერთი ფაქტი და ხაზი გაესვა შრომის კოდექსის უხეშ დარღვევებს, რის შემდეგაც, კომპანიის მენეჯმენტმაც შესაბამისი რეკომენდაციები მიიღო.