წლიდან წლამდე ტელევიზია ბევრი საინტერესო პროექტით მდიდრდება. ერთმანეთზე უკეთესი ახალი შოუები მაყურებლის გულს მალევე იგებს და მაღალი რეიტინგისა თუ კრიტიკოსთა დადებითი შეფასებების გამო ახალ-ახალი სეზონებით ახლდება. 2018 წელი, ისევე როგორც წინა წლები ტელევიზიის ისტორიაში საინტერესო წელი იქნება. წელს მოგვიწევს გავიცნოთ ახალი პერსონაჟები, ვინერვიულოთ, ვიტიროთ და გავიცინოთ მათ ისტორიებზე. ასევე მოგვიწევს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ძველი, ნაცნობი პერსონაჟები ან სამუდამოდ გამოვეთხოვოთ მათ.

წარმოგიდგენთ სერიალებs, რომლებიც 2018 წელს გამოდის, ახალი სეზონით ბრუნდება ან სრულდება.

The X-Files

მეთერთმეტე სეზონის პრემიერა 3 იანვარს შედგა.

9-1-1

9-1-1 FX-ის ახალი სერიალია, რომელსაც რაიან მერფი და ბრედ ფალჩუკი ქმნიან. დრამა პოლიციელებზე, მეხანძრეებსა და ექიმებზე მოგვითხრობს, რომლებსაც მთელი ამერიკის მასშტაბით ყველაზე რთულ და ხშირად უცნაურ გამოძახებაზე უწევთ სიარული. შოუ სწორედ მათი ცხოვრებისა და საქმიანობის საინტერესო დეტალებზე მოგვითხრობს და გვიჩვენებს, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც 911-ზე უცნაური ზარები შედის. სერიალის პირველი ეპიზოდი 3 იანვარს გამოვიდა.

Divorce

HBO-ს დრამა მეორე სეზონით 14 იანვარს დაბრუნდა.

American Crime Story: Versace

FX-ის სერიალი რომელსაც ასევე რაიან მერფი და ბრედ ფალჩუკი ქმნიან. შოუს მეორე სეზონის პრემიერა 16 იანვარს შედგება. ის ლეგენდარული დიზაინერის ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას ეხება. 1997 წლის 15 ივლისს ჯანი ვერსაჩე პრესის საყიდლად გავიდა, სახლში დაბრუნებისას კი მას თავს ენდრიუ კუნინი დაესხა და მოკლა, თავად ენდრიუმ კი იმავე იარაღით მოიკლა თავი.

მკვლელობის ნამდვილი მიზეზი დღემდე დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ რომ მკვლელობა კალაბრიის მაფიოზურმა ორგანიზაციამ შეუკვეთა, რომელმაც ძალიან ბევრი ფული იშოვა ვერსაჩეს ბრენდის ყალბი სამკაულების დამზადებით. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჯანიმ სერიოზული ომი გამოუცხადა ამ კრიმინალურ ორგანიზაციას.

ტრაგიკული ამბის შემდეგ სამოდელო სახლს სათავეში დონატელა ვერსაჩე ჩაუდგა და მოახერხა, რომ ბრენდის წარმატება შეენარჩუნებინა.

სერიალში მთავარ როლებს პენელოპე კრუზი, ედგარ რამირესი, რიკი მარტინი და დარენ კრისი ასრულებენ.

Mosaic

Mosaic HBO-ს ახალი დრამაა, რომლის პრემიერაც 22 იანვარს შედგება.

The Handmaid's Tale

Hulu-ს სერიალი მეორე სეზონით 23 აპრილს ბრუნდება.

მხევლის წიგნში დისტოპიური სამყაროა აღწერილი: ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არსებობს, ძალაუფლება მთლიანად რელიგიური მამაკაცების ხელში აღმოჩნდა და დამყარდა ქრისტიანობის სახელით შენიღბული დიქტატურა.

რელიგიური მოტივებით, ქალებს წაერთვათ საკუთრების ფლობისა და საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება. ახლა ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მთლიანად კაცებისა და ქვეყნის საჭიროებებს ემსახურებიან.

ეტვუდის რომანი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ, ხოლო რელიგიას საშიშ იარაღად აქცევენ.

რაც მთავარია, წიგნი ერთ თავზარდამცემ სიმართლესაც გვიმხელს, ეტვუდი სარკეში გვახედებს და გვეუბნება, რომ თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ეს ააღელვებს.

Supernatural

მონსტრების წინააღმდეგ მებრძოლი ვინჩესტერები ეთერში 18 იანვარს ბრუნდებიან. უცნობია როგორ განვითარდება დროსა და სივრცეში დაკარგული ძმების ისტორია, თუმცა ცნობილია რომ ახალ სერიებში ძველი პერსონაჟები დაბრუნდებიან.

Grey’s Anatomy

სერიალის მეთოთხმეტე სეზონის მეცხრე ეპიზოდი 18 იანვარს გამოვა.

Scandal

ასევე 18 იანვარს გამოვა სკანდალის ახალი სერია. შეგახსენებთ, რომ ეს სერიალის ფინალური სეზონია და ერთ სერიაში სერიალ How to Get Away With Murder-თან გადაიკვეთება.

How to Get Away with Murder

შონდა რაიმსის კიდევ ერთი სერიალი ახალი სეზონით ასევე 18 იანვარს ბრუნდება.

Gracie and Frankie

გრეისი და ფრენკი ნეტფლიქსზე 19 იანვარს დაბრუნდებიან.

Homeland

ახალი სეზონი 11 თებერველს გამოდის.

The Affair

სერიალი ეთერში 17 ივნისს ბრუნდება.

Veep

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაბრუნდება სერიალი ახალი ნაწილით, მაგრამ ზუსტად ვიცით რომ ეს შოუს ფინალური სეზონი იქნება.

House of Cards

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოდის სერიალის ფინალური, მეექვსე სეზონი.

რა თქმა უნდა აქ ყველა ის სერიალი ვერ მოხვდა რომლის პრემიერაც 2018 წელს არის დაგეგმილი. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ მათი გამოსვლის ოფიციალური თარიღები ცნობილი არ არის.