რუსთავში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა, შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს. შსს-ს ინფორმაციით მსგავსი ქმედება ბრალდებულმა გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.