თბილისში, წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაზარალებულს, ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს, რის შედეგადაც ერთი პირია დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით სამიდან ექვს წლამდე.