ჯეიკობ თრამბლი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ბავშვ მსახიობად არის მიჩნეული. რომელის მონაწილეობით წლიდან-წლამდე ერთმანეთზე უკეთეს ფილმები გამოდის თანაც ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით.

ჯეიკობმა 11 წლის ასაკში უკვე მოასწრო ისეთი მსახიობების გვერდით თამაში, როგორებიც არიან - ბრი ლარსონი, ჯულია რობერტსი, ოუენ უილსონი, ვერა ფარმიგა, ჯესიკა ჩესტეინი, ნატალი პორტმანი, სიუზან სარანდონი, კიტ ჰარინგტონი, კეტი ბეიტსი, ნაომი უოტსი და ა.შ.

წელს მისი მონაწილეობით ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი, რ.ჯ. პალაციოს Wonder-ის ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელშიც ჯეიკობს პარტნიორობას ჯულია რობერტსი და ოუენ უილსონი უწევდნენ.

ფილმის გადაღებებში $20 მილიონი დაიხარჯა, შემოსავალმა ამ ეტაპზე კი უკვე გადააჭრბა $200 მილიონს.

რ. ჯ. პალაციოს საოცრება ერთ-ერთი ყველაზე კეთილი, გულისამაჩუყებელი და გმირული ამბავია, ერთ საოცარ ბიჭსა და მის მეგობრებზე, რომლებიც პატარა ასაკში ისეთ პრობლემას აწყდებიან და ჭრიან, რომელსაც ბევრი ზრდასრული ადამიანი მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ვერ ლახავს.

თუ წიგნი წაკითხული გაქვთ, ან უკვე ნახეთ ფილმი, გეცოდინებათ, რომ ავგუსტ პულმანის როლში შესასვლელად მსახიობს აუცილებლად დასჭირდებოდა გრიმი, რომლის გაკეთებასაც თურმე 90 წუთი სჭირდებოდა.