ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, ჰელენ მირენი 26 ივლისს 72 წლის გახდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა მის ასაკთან დაკავშირებით და როგორც თავად ამბობს, მას და მის ქმარს დაავიწყდათ რამდენი წლის არიან.

ელენ დეჯენერესის სტუმრობის დროს ჰელენ მირენი დაიბნა, როდესაც წამყვანმა მის ასაკად 72 წელი გამოაცხადა და თქვა, რომ ის 73 წლის არის.

საბოლოოდ, გამოთვლების შემდეგ კი, როდესაც სიმართლე დადგინდა ჰელენი გაოცებისგან და ბედნიერებისგან იღომოდა და ამბობდა, რომ ეს ძალიან მაგარია რადგან თურმე ერთი წლით ახალგაზრდაა ვიდრე მას ეგონა და საერთოდაც, თურმე მის ქმარს ეგონა, რომ ორივე 74 წლის იყვნენ.