გერმანული Playboy-ის ყდაზე პირველად გამოჩნდება ტრანსგენდერი ქალი. ჯულიანა ფარფალა 21 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია, მოდელია. მანამდე ის ჰეიდი კლუმის შოუში Germany's Next Top Model მონაწილეობდა.

ფარფალამ, რომელსაც წარსულში პასკალ რეიდერმახერი ერქვა, სქესი 16 წლის ასაკში შეიცვალა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფლეიბოის ყურადღების ცენტრში ტრანსგენდერი ქალი მოექცა. გასულ წელს ამერიკული ვერსიის ფლეიმეითი ტრანსგენდერი მოდელი, ინეს რუა გახდა.