ოსკარის მფლობელი, 42 წლის, სმსახიობი შარლიზ ტერონი კომედიურ ფილმში Tully იღებს მონაწილეობას, რომლის გამოც მან 15 კილოგრამი მოიმატა.

ცოტა ხნის წინ ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა.

ფილმის სიუჟეტი მრავალშვილიანი დედის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ კიდევ ერთ ბავშვზეა ორსულად. ფილმი დედისა და ძიძის ურთიერთობაზეა, რომელსაც ტერონის პერსონაჟი მშობიარობის შემდეგ დაიქირავებს.

ფილმში შარლიზთან ერთად მაკენზ დევისი თამაშობს.

Tully ეკრანზე 2018 წლის 20 აპრილს გამოვა.