პროკურორმა სასამართლოზე აფგან მუხტარლისთვის 8-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

"მას უთხრეს თავისი ბოლო სიტყვა ეთქვა, აფგანმა კი უპასუხა: თქვენ არ შეგიძლიათ ამის თხოვნა, მე ჩემს სიტყვას სიცოცხლის ბოლომდე ვიტყვი".

აფგან მუხთარლის საქმის განხილვა ბელაქანის რაიონულ სასამართლოში დღეს, 12 იავნარს გაგრძელდა.

თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს და მას უკვე შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.

მუხტარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხტარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო.