ტეილორ სვიფტის ფანების ცხოვრებაში ის ერა დადგა, როდესაც ვარსკვლავისგან სიყვარულის თემაზე გადაღებულ კლიპებს აღარ უნდა ელოდონ.

სულ რამდენიმე საათის წინ, სვიფტის ბოლო ალბომ Reputation-ში შესული სიმღერის End Game-ის კლიპი გამოვიდა, რომელშიც სვიფტის მეგობარი ედ შირანი და ამერიკელი რეპერი Future მონაწილეობენ.

კლიპი უამრავ ადგილასაა გადაღებული, მათ შორისაა სამი დიდი ქალაქი - მაიამი, ტოკიო და ლონდონი.

კლიპში ტეილორი თავის A-ჯგუფთან ერთად ერთობა, წვეულებებს აწყობს, სვამს, იახტაზე ცეკვავს და ტოკიოს ქუჩებში და სანაპიროებზე მარტო სეირნობს.

კლიპის რეჟისორი ჟოზეფ ხანია, რომელსაც მომღერლისთვის უკვე 7 მუსიკალური კლიპი აქვს გადაღებული.