გაყინულ წყალსაცავებში გაჭედილი ალიგატორების საოცარი სურათები
კარგით რა, რას ერჩით ზამთარს? - ეს ის კითხვაა, რომელსაც ალიგატორებისგან ვერასდროს გაიგონებთ. ზამთრობით მათი ჭაობიანი სახლი ყინულის სასახლედ იქცევა ხოლმე, მაგრამ ნუ იდარდებთ, ალიგატორებს სირთულეების გადალახვა არ უჭირთ.
რამდენიმე დღის წინ ჭაობების პარკი ჩრდილოეთ კაროლინაში მთლიანად გაიყინა, ალიგატორები კი ყინულოვანი ზედაპირის პატიმრები აღმოჩნდნენ.
წყლის თავზარდამცემმა ბინადრებმა გადარჩენა ერთ-ერთი თავდაცვითი ტექნიკის, ბრუმაციის შედეგად შეძლეს. ბრუმაცია არსით ძალიან ჰგავს ძუძუმწოვრების მიძინებას ზამთარში. რეპტილიები დაბალი ტემპერატურის საპასუხოდ ლეთარგიულები ხდებიან და მათი მეტაბოლიზმი უკიდურესად ნელდება.
როგორც წესი, ალიგატორები წყლის ფსკერზე იძინებენ ხოლმე და დღეში ერთხელ ამოდიან ჰაერისთვის ზემოთ. თუმცა ამჯერად სიტუაცია განსხვავებული აღმოჩნდა. ალიგატორები ახალ ბუნებრივ პირობებს მოერგნენ და წყლის გაყინვისას ზედაპირზე დარჩნენ, რათა თავისუფლად ესუნთქათ, სანამ მკაცრი დღეები არ დასრულდებოდა.
"ეს მოულოდნელი საქციელია. ალიგატორები საპირისპიროდ იქცევიან ხოლმე. ისინი ცდილობენ, ყინვისას ხმელეთზე დარჩნენ და მზეს მიეფიცხონ. როგორც ჩანს, ამჯერად ციკლონის მოახლოება იგრძნეს და გადაწყვიტეს, არ გაერისკათ", - აცხადებს ბიოლოგი ჯეიმს პერან როსი.
ალიგატორებს საკმაოდ ცივ წყალშიც შეუძლიათ არსებობა, თუმცა საუბარია +4 გრადუსზე ცელსიუსით, ყინულოვან წყალში კი მაქსიმუმ 1 კვირა შეუძლიათ იცოცხლონ.
საბედნიეროდ, ყინული რამდენიმე დღის შემდეგ გადნა და ალიგატორებიც გაცოცხლდნენ.
წარმოგედგინათ, რომ ალიგატორების ამოძრავება ოდესმე ასეთ სიხარულს მოგანიჭებდათ?
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები