ჩემი ბედნიერი ოჯახის შემდეგ ნეტფლიქსმა კიდევ ერთი ქართული ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა.

სოვდაგარი - ასე ჰქვია თამთა გაბრიჩიძის ფილმს, რომლის მთავარი პერსონაჟი, გელა საყოფაცხოვრებო ნივთებსა და მეორად ტანსაცმელს ძველი მიკროავტობუსის საბარგულიდან ყიდის. ის ვაჭრობს ადგილებში, სადაც ფულზე მეტად კარტოფილი ფასობს.

ნეტფლიქსი მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელია. კომპანიის ხელმომწერი მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის 70 მილიონზე მეტი აბონენტია, რომელთაც შეუზღუდავი წვდომა აქვთ ნეტფლიქსის კონტენტზე, რომელიც მოიცავს ასობით კინოს და ტელეშოუს, რომელთა სია მუდმივად განახლებადია. გარდა სხვა კომპანიების ვიდეო-პროდუქციის დისტრიბუციისა, Netflix-მა რამდენიმე წელია დაიწყო საკუთარი ვიდეო-წარმოებაც, რომლის შოუებმაც მნიშვნელოვანი აღიარება და მრავალი ჯილდო მოიპოვა. მათ შორისაა სერიალები Orange Is The New Black, Narcos, House of Cards, Stranger Things, Sense8, Mindhunter, Black Mirror, The Crown, Grace and Frankie და მრავალი სხვა.