მაიკლ დუგლასი წინასწარ უარყოფს ბრალდებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.

როგორც ის ამბობს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ The Hollywood Reporter-ის და Deadline-ის ჟურნალისტები ამზადებს მასალას, სადაც მისი ყოფილი ასისტენტი 32 წლის წინ მომხდარ ისტორიას იხსენებს და ყვება, რომ დუგლასი მისი თანდასწრებით მასტურბირებდა, იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს და როდესაც მას მაიკლის შეთავაზებებზე უარი თქვა სამსახურიდან გაშვების გარდა კარიერაც დაუნგრია.

მაიკლ დუგკასის განცხადებით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და თუკი მსგავსი ბალდებები გაიჟღერებს, ეს ყველაფერი სიცრუე იქნება.

როგორც ცნობილია, The Hollywood Reporter-მა მასალის მომზადება დეკემბერში დაიწყო. თუმცა ამ ხმებს გამოცემა არ ადასტურებს.

"მე მქონდა არჩევანი დავლოდებოდი როდის გამოქვეყნდებოდა ეს მასალა და შემდეგ მიმეღო ზომები. მაგრამ გადავწყვიტე ახლა მესაუბრა ამ თემაზე. მინდა საზოგადოებას გავუზიარო და ავუხსნა, რომ ეს მასალა მხოლოდ ცილისწამება იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, ვიტყვი, რომ ვწუხვარ თუ ვინმეს მისამართით არასწორი სიტყვები გამომიყენებია", - ამბობს დუგლასი.

მსახიობი აღნიშნავს იმასაც, რომ მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ჰოლივუდში წამოწყებულ მოძრაობას.