მსახიობმა დრიუ ბერიმორმა თავისი სახლი სამი ახალი წევრით გაამდიდრა.

42 წლის მსახიობმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოქვეყნა ფოტო და გაგვაგებინა, რომ ახლა უკვე სამი ფუმფულა ფისო ჰყავს - ლაქი, პიჩი და ფერნი.

როგორც ცნობილია, დრიუ ბერიმორი ერთი კატის აყვანას აპირებდა, თუმცა მისი შვილების, 5 წლის ოლივისა და 3 წლის ფრენკის თხოვნით კიდევ ორი დაიმატა და ახლა ოჯახის ყველა წევრს თავისი შინაური ცხოველი ჰყავს.

ლაქი, პიჩი და ფერნი ბერიმორის ოჯახში მარტოები არ იქნებიან, დრიუს უკვე ჰყავს ძაღლი სახელად დუგლასი.