ის, რასაც ახლა გაიგებთ ერთი სიტყვით დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ რეალობა. ლას ვეგასში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე შუქი ჩაქრა.

შეხვედრას მსოფლიოს 3 900 კომპანია და 180 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, რომლებიც ერთმანეთს 2017 წლის ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებდნენ.

20 ათასზე მეტი ახალი პროდუქტის სანახავად მისულ ადამიანებს კი ეს არ დასცალდათ, არადა იქ მოსახვედრად ყველაზე იაფი ბილეთი 300 დოლარი ღირდა.

დენის გათიშვამ ბევრში იუმორის გრძნობა გააღვიძა და ერთმანეთს მოუწოდებდნენ, ის არსებები გადაერჩინათ, რომლებიც ელექტროენერგიის გარეშე უბრალოდ მოკვდებოდნენ.

ყველაზე სახალისო კი კომპანია Sony-ის კომენტარი იყო. კომპანიის ტვიტერზე სახალისო სტატუსი გამოჩნდა.

"აიბო, სადენს წამოჰკარი ფეხი?"

აიბო სონის რობოტი-ძაღლია.

სონის კომპანია Intel-იც აჰყვა.

"ადამიანის სული არასდროს დაკარგავს თავის ძალას"