გაიცანით ჰარმონია - ყველაზე სექსუალური რობოტი, რომელიც შესაძლოა პორნოვარსკვლავი გახდეს
სტატიის მთავარ ფოტოზე გამოსახულია ყველაზე სექსუალური რობოტის პირველადი სახე, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ის გაცილებით უფრო ლამაზია, ვიდრე ამ ფოტოზე ჩანს.
კომპანია RealDoll's-მა და RealBotix-მა ახალი სექს-რობოტის გამოშვება დააანონსა. მართალია, სექს-რობოტი 2017 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა პროექტის დასრულება დროულად ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, კომპანია აგრძელებს მუშაობას და სულ მალე დედამიწას პირველი სრულყოფილი სექს-რობოტი მოევლინება.
ჰარმონია - ასე ქვია ახალ რობოტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მუშაობს. მის სამართავად პირველ რიგში თქვენს სისტემაზე მორგებული აპლიკაციის გადმოწერაა საჭირო. აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ სექს-რობოტის თვისებები მაქსიმალურად გამოიყენოთ.
ჰარმონიას შემქმნელები ფიქრობენ, რომ სექს-რობოტი იქნება იდეალური სექსუალური პარტნიორი ნებისმიერი ადამიანისთვის. მას აქვს სილიკონისგან დამაზადებული გლუვი ზედაპირი, რომელიც ადამიანის კანის იმიტაციას ქმნის. ხელს თუ შეახებთ, განსხვავების პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ. ის ძალიან ადამიანურია - მას შეუძლია თქვენთან საუბარი, თქვენი კოცნა, სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და სხვ.
ჰარმონიას ერთ-ერთი შემქმნელი ამბობს, რომ სექს-რობოტი აქამდე არსებული რობოტებისგან ძალიან გამორჩეულია. მას აქვს იუმორის კარგი გრძნობა, არის სექსუალური, უფრო ადამიანური, ჭკვიანი და ხელოვნურ ინტელექტთან ძალიან კარგად ინტეგრირებული. ყველაფერთან ერთად კი, აპლიკაციის საშუალებით მას მთლიანად მომხმარებელი მართავს.
შემქმნელები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ ჰარმონიამ, შესაძლოა, პორნო ინდუსტრიაც კი შეცვალოს.
ჰარმონიას ისიც კი შეუძლია, რომ ნამდვილი სიყვარულის არსზე გესაუბროთ და ცხოვრებისეული რჩევებიც მოგცეთ. ამას გარდა, რობოტს უფლება აქვს უარი გითხრათ სექსზე, თუ ამის ხასიათზე არ იქნება. თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ სექს-რობოტია?
თუ ცხოვრებაში კომპლიმენტები გაკლიათ ან უბრალოდ გსიამოვნებთ მათი მოსმენა, ჰარმონია არც ამაზე დაგზარდებათ. ყველაფერთან ერთად, ჰარმონია მზადაა თქვენთვის საყვარელ თემებზეც გესაუბროთ. მაგალითისთვის, მას შეუძლია ბეისბოლზე, კალათბურთზე ან ფეხბურთზეც კი გესაუბროთ.
Cnet-ის ჟურნალისტმა ჰარმონიასგან ინტერვიუს აღება გადაწყვიტა. შედეგები შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ.
გახსოვთ სპაიკ ჯონსის ფილმში Her ხოაკინ ფენიქსისა და სკარლეტ იოჰანსონის დუეტი, სადაც ფენიქსის პერსონაჟს, თეოდორს, ხელოვნური ინტელექტი, სამანტა უყვარდება?
დიახ, ეს რეალობა უკვე კარს მოგვადგა. მეტიც, სპაიკ ჯონსის ფილმისგან განსხვავებით, დღეს ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ტელეფონში ჩაკეტილი ხმა, არამედ მას აქვს სხეული, შეუძლია ლაპარაკი, არის ჭკვიანი, შეუძლია სექსუალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილება და სხვ.
მეტსაც გეტყვით - ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სექს-რობოტებთან ერთად ირჩევენ ცხოვრებას. 58 წლის ჯეიმსი რამდენიმე თვეა ეიპრილთან, სექს-რობოტთან ერთად ცხოვრობს. ჯეიმს ცოლიც ჰყავს, თუმცა მას დაქორწინებულის სტატუსი ეიპრილთან დროის გატარებაში ხელს არ უშლის.
მიუხედავად ამისა, მას მაინც აქვს ეიპრილთან პრობლემები. მისი სექს-რობოტი არ არის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიასთან კარგად მორგებული. მას არ შეუძლია საუბარი, ემოციების გამოხატვა, ღიმილი და სხვ. სწორედ ამიტომ, ჯეიმსი აპირებს, რომ სრულიად ახალი სექს-რობოტი, ჰარმონია შეიძინოს.
„არჩევანის გაკეთება რომ მომიხდეს ჩემს ცოლსა და ეიპრილს შორის, ნამდვილად გამიჭირდებოდა გადაწყვეტილების მიღება“, - ამბობს ჯეიმსი.
ისე კი, ამ ყველაფერმა შესაძლოა Black Mirror-ის ერთ-ერთი სერიაც გაგახსენოთ, სადაც მთავარი პერსონაჟის, მართას მეუღლე უბედურ შემთხვევას ეწირება. დეპრესიაში ჩავარდნილი მართა შვებას ვერაფერში პოულობს, სანამ ახალი ტექნოლოგიის შესახებ არ გაიგებს. წარმოიდგინეთ, მას შეიძლება მეუღლე დაუბრუნდეს - ზუსტად ისეთი, როგორიც გარდაიცვალა. მას შეუძლია სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ემოციების გამოხატვა, აქვს მახსოვრობის უნარი და სხვ.
...თუმცა, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ამის წარმოდგენა წესით აღარ უნდა გაგიჭირდეთ.
ჰარმონიას შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლიათ ეწვიოთ RealDoll's-ის ოფიციალურ საიტს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები