გილერმო დელ ტოროს ფილმი, The Shape of Water-ის 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმია. ოქროს გლობუსისა და ბაფტაზე ნომინირებულ ფილმს ოსკარის ფავორიტობასაც უწინასწარმეტყველებენ.

მანამ სანამ ფილმი საკუთარ წარმატებულ გზას გადის, მთავარი როლის შემსრულებელი სალი ჰოუკინსი CBS-ზე ჯეიმს კორდონის შოუს ეწვია და ფილმის პაროდიაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კორდონისა და ჰოუკინსის დუეტი ძალიან სახალისო საყურებელი აღმოჩნდა.

პაროდიაში ჰოუკინსის პერსონაჟი და ამფიბია ერთმანეთს არა ლაბორატორიაში, არამედ თინდერზე იცნობენ და აქედან იწყება მათი ძლიან საინტერესო ისტორია.