საქართველოს პროკურატურამ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით რუსთავის უბნების ორი ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი არა კონკრეტულ შემთხვევებზე.

"ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება", - აღნიშნა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ბექა დოჭვირმა.