სერიალ Friends-ის დასრულებიდან 14 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე რჩება ამერიკული ტელევიზიის უპირობო ლიდერ სერიალად.

ჯენიფერ ენისტონმა, კორტნი კოქსმა, ლიზა კუდროუმ, მეთიუ პერიმ, მეთ ლებლანკმა და დეივიდ შვრიმერმა მოახერხეს რომ არა მხოლოდ ამერიკული, არამედ მსოფლიო ტელევიზიის ისტორიაში შეექმნათ პერსონაჟები, რომლებიც პოპ-კულტურის განუყოფელ ნაწილად გადაიქცეოდნენ.

ამ ექვი მსახიობის გარდა, სერიალში არაერთი პოპულარული მსახიობი თამაშობდა, მაგალითად ბრედ პიტი, ჯულია რობერტსი, სიუზან სარანდონი, ვაინონა რაიდერი და ა.შ.

სერიალში დასამახსოვრებელი როლები ჰქონდათ ბავშვებსაც, რომლებიც არაერთ სახალისო და საინტერესო ეპიზოდში წამყვან როლებს ასრულებდნენ.

სწორედ ამიტომ, მოდით ვნახოთ როგორ გამოიყურებიან და რას საქმინობენ ბავშვები სერიალიდან Friends.

კოულ სპროუსი - ბენ გელერი

კოული სერიალში როსის შვილის როლს თამაშობდა.

სელი და ნოელ შელდონები - ემა გელერ გრინი

ტყუპი დები სერიალში ერტმანეთს როსისა და რეიჩელის შვილის როლზე ანაცვლებდნენ.

დაკოტა ფენინგი - მაკენზი

დაკოტა ფენინგი შოუს იმ ეპიზოდში გამოჩნდა, როდესაც მონიკა და ჩენდლერი ახალ სახლს ეძებდნენ. ალბათ გახსოვთ მისი და ჯოუის სახალისო მომენტები.

ემილი ოსმენტი - ლეილანი

გახსოვთ გოგონა რომელიც ჰელოუინის დროს რეიჩელს ესტუმრა? ემილი სწორედ ის გოგოა.

დერილ საბარა - ოუენი

ეს ის ბიჭია, ჩენდლერმა რომ შემთხვევით უთხრა ნაშვილები ხარო.