ჰოლივუდელ უახლოეს მეგობრებს, ჯენიფერ ლოურენსსა და ემა სტოუნს ერთად გართობა კარგად გამოსდით.

უამრავი სტატია თუ ვიდეო გვინახავს, სადაც ისინი სასაცილო თემებს მიმოიხილავენ და ამბობენ, რომ კასტინგებზეც კი ერთად დადიან.

ახახანს კი როგორც გაირკვა, გოგოებმა ოქროს გლობუსის წვეულება გააცდინეს და "შატალოზე" წასვლა გადაწყვიტეს.

ამაზე მოწმობს ვიდეო, რომელიც ლოურენსმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა და ემა სტოუნს უხსნის რატომ უკეთია მაკიაჟი სახის მხოლოდ ერთ ნაწილზე.

როგორც ვიდეოდან ვიგებთ, ემა და ჯენიფერი ოქროს გლობუსის წვეულებაზე ერთად უნდა წასულიყვნენ. ჯენიფერიც ამ ყველაფრისთვიე ემზადებოდა, თუმცა საბოლოოდ სტოუნმა მესიჯი მისწერა, სადაც უთხრა რომ წასვლა აღარ უნდოდა და წვეულების ნაცვლად ჯენიფერთან მივიდოდა სახლში. ასე და ამგვარად, ოსკარის მფლობელი ჯენიფერ ლოურენსი ნახევარ სახეზე მაკიაჟგაკეთებული დარჩა, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გოგოები ერთად კარგად მოილხენდნე.