საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს, 10 იანვარს, მოადგილეები დაასახელა. ომბუდსმენის პირველი თამარ გვარამაძე იქნება, დანარჩენი ორი მოადგილე კი - გიორგი ბურჯანაძე და ეკა სხილაძე.

თამარ გვარამაძე მოადგილე საქართველოს იურისტთა ასოციაციის ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, გიორგი ბურჯანაძე ღია საზოგადოება - საქართველოს პროექტის ხელმძღვანელი იყო, ეკა სხილაძე კი მანამდეც სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ნინო ლომჯარია პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე 2017 წლის 30 ნოემბერს დაამტკიცა.