სამეფო ოჯახის მომავალმა წევრმა, პრინც ჰარის საცოლე მეგან მარკლმა გადაწყვიტა, რომ სოციალური მედიის ყველა ანგარიში გაეუქმებინა. შესაბამისად, მას ვეღარ შეხვდებით - ფეისბუკზე, ტიტერსა და ინსტაგრამზე.

პრინცესამ დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წლების განმავლობაში მის გვერდით იყვნენ და სოციალურ ქსელში თვალყურს ადევნებდნენ.

მარკლს ინსტაგრამზე 1,9 მილიონზე მეტი ფოლოვერი ჰყავდა, ტვიტერზე 350 ათასი, ფეისბუკზე კი მისი გვერდი 800 ათასზე მეტ ადამიანს ჰქონდა მოწონებული.

აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახის არც ერთი წევრი არ იყენებს სოციალურ ქსელს. თუმცა სამეფო ოჯახსა და კენსინგტონის სასახლეს საკუთარი ტვიტერის, ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდები აქვთ.

ნოემბერში, ინგლისის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პრინცი ჰარი მის ამერიკელ შეყვარებულზე, მსახიობ მეგან მარკლზე ქორწინდება, სამეფო ქორწილი კი 2018 წლის 19 მაისს გაიმართება.